უნივერსიტეტის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 4 დეკემბრიდან ორმხრივად აღდგება | კალაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ უნივერსიტეტის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 4 დეკემბრიდან აღდგება.

"ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია. საგზაო ნაწილი ბოლო ფენებშია მოქცეული და ორშაბათიდან უკვე მოძრაობა ორმხრივად იქნება შესაძლებელი. ის დისკომფორტი და პრობლემა, რაც ამდენი ხნის განმავლობაში, ორშაბათიდან მთლიანად მოხსნილი იქნება," - ამბობს კალაძე ვიდეომიმართვაში.

მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა კი აღნიშნა, რომ საგზაო სავალი ნაწილის სამუშაოები სრულად დასრულებულია და ამჟამად მიმდინარეობს დახაზვითი სამუშაოები, შუქნიშნებისა და გაჩერებების მონტაჟი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი