ძმები ლომაძეები ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

მოჭიდავე და ფეხბურთელი, ძმები ლომაძეები ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართ, სპორტსმენების ადვოკატები პატიმრობის შეცვლას 20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სპორტსმენები პატიმრობაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ იური ლომაძე, მისი ძმა, ფეხბურთელი ლუკა ლომაძე და კიდევ სამი პირი, 28 ივნისს  ბათუმში მომხდარ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ერთ-ერთი მოქალაქე იძულების წესით გაიტაცეს და ოზურგეთის რაიონის, ერთ-ერთ სოფელში მიტოვებულ სახლში აწამეს. მიზეზი, სავარაუდოდ, შურისძიება გახდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი