გლდანის N8 დაწესებულების გათავისუფლებული დირექტორი გურიაში, დაბა ლაითურის №1 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელად დანიშნეს | ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების გათავისუფლებული უფროსი, ნოდარ ქინქლაძე გურიაში, დაბა ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ ეს როტაციის პრინციპს უკავშირდება.

ცნობილია, რომ ნოდარ ქინქლაძე თბილისში, საცხოვრებელ სახლში იმყოფება, თუმცა "მთავარი არხის" კამერასთან არ გამოჩენილა. 

უფლებადამცველები ამბობენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელ დაწესებულებაში იქნება ქინქლაძე, რადგან ის ძალადობაში არაერთხელაა მხილებული.

შეგახსენებთ, რომ ქინქლაძე "შაბათის მთავარის" ანონსის ეთერში გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე გაათავისუფლეს. ჩვენს ერთ-ერთ რეპორტაჟში საუბარი ციხეში კრიმინალური ავტორიტეტების გავლენების ზრდას შეეხებოდა. "შაბათის მთავარს" წყარო უყვებოდა, როგორ თანამშრომლობენ ე.წ. კრიმინალური სუბ-კულტურის წევრები და ციხის ადმინისტრაცია ერთმანეთთან. 

იხილეთ ასევე:

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი