
ინდონეზიაში, კუნძულ სუმატრაზე მომხდარ მეწყერსა და წყალდიდობას, სულ მცირე ერთი პირი ემსხვერპლა, დაკარგულია 11, რომლებსაც მაშველები ამ დრომდე ეძებენ. 50-მდე ოჯახი კი დროებით სამთავრობო თავშესაფარში გადაიყვანეს.
ზარალისა და შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ინდონეზიის ხელისუფლება აზუსტებს. ოფიციალური პირების განცხადებით, ყველაზე მეტად დაზარალდა სიმანგულამპე, სოფელი პოპულარული ტობის ტბის მახლობლად, ჩრდილოეთ სუმატრას პროვინციაში, სადაც რამდენიმე ტონა ტალახის ქვეშ დამარხულია სახლები, დაზიანებულია ეკლესია, სკოლა და სასტუმრო.