ტანზანიაში წყალდიდობას 20 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 70

გამოქვეყნდა:

ტანზანიაში ძლიერმა წყალდიდობამ და მეწყერმა 20 ადამიანი იმსხვერპლა, 70 კი დაშავდა. ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, უამინდობამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურაც. 

წყალდიდობა ჰანანგის მთის ფერდობებთან მოხდა, სადაც პრეზიდენტმა სამია ჰასანმა, სამაშველო სამუშაოებში დასახმარებლად, ეროვნული უსაფრთხოების ძალები გააგზავნა.

”ჩვენ შოკირებულნი ვართ ამ მოვლენით,” - თქვა პრეზიდენტმა სამია სულუჰუ ჰასანმა ტანზანიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ტანზანიის მეტეოროლოგიური სააგენტოს გაცხადებით, წვიმები მიმდინარე თვეშიც გაგრძელდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი