"სოლიდარობა ბელარუს ხალხს" - სამოქალაქო აქტივისტები, ახალგაზრდული მოძრაობის წევრები და საქართველოში მცხოვრები ბელარუსები სოლიდარობის გამოსახატად საქართველოს პარლამენტთან იკრიბებიან.
აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი მხარს უჭერენ ბელარუსი ხალხის მშვიდობიან პროტესტს, რომლებიც პრეზიდენტ ლუკაშენკოს 30-წლიან დიქტატურას დაუპირისპირდნენ.
მე, როგორც ბელარუსს, მაწუხებს ის, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება. მინდა საქართველოს მთავრობას ვთხოვო, არ აღიაროს ბელარუსის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ამ დრომდე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მასშტაბური აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ალექსანდრ ლუკაშენკომ თავი არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.
მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება, არის მსხვერპლი.
ლუკაშენკოს ქმედებებს მკაცრად აკრიტიკებს მსოფლიო. აშშ-მ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები ლუკაშენკოს ძალაუფლების დათმობისკენ მოუწოდებენ. ბელარუსს სანქციებს უწესებს ევროკავშირიც.