ევროკავშირი არ აღიარებს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და ლუკაშენკოს რეჟიმის მიმართ სანქციების დაწესებას გეგმავს.
არჩევნების შესახებ საგანგებო ვიდეო კონფერენციის შემდეგ, ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სანქციები დაუწესდება ყველა იმ პირს, რომელიც პასუხისმგებელია ხმების გაყალბებასა და პროტესტის ძალადობრივ ჩახშობაზე.
”ლუკაშენკომ დაკარგა ყველა ლეგიტიმაცია ჩვენი ერის და მსოფლიოს თვალში” - ამბობს მიშელი ვიდეომიმართვაში.
ევროპსაბჭოს წევრებმა ბელარუსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო ონლაინ სამიტი გამართეს, რომელშიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მონაწილეობდნენ.
ბელარუს ხალხს ცვლილებები სურს. ახლა მათ ეს უნდათ.
ისინი მოითხოვენ უკანონოდ დაკავებული ადამიანების განთავისუფლებას და პოლიციის სისასტიკეზე პასუხისმგებელი პირების დასჯას. მათ დემოკრატია და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები უნდათ. ევროკავშირი დგას ბელორუს ხალხთან" წერს Twitter-ზე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი
ბელარუსის სპრეზიდენტო არცევნების შედეგებს არ აღიარებენ ლიეტუვაშიც. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი Twitter-ზე წერს, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს ლუკაშენკოს რეჟიმისათვის სანქციების დაწესებას და ითხოვს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.
9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე, ბელარუსის მასშტაბით, მრავალათასიანი გამოსვლები დაიწყო და დღემდე გრძელდება. ხალხი ალექსანდრ ლუკაშენკოს დაუსრულებელ მმართველობას აპროტესტებს და არ სჯერათ იმ შედეგების, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა და სადაც, ლუკაშენკოს 80%-იანი მხარდაჭერა აქვს. ხალხი მის გადადგომას, ცვლილებებს და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.
მშვიდობიან დემონსტრანტებს კი ლუკაშენკოს რეჟიმმა ძალა დაუპირისპირა, რის შედეგადაც არიან დაღუპულები.