რუსეთში გენერალ ზავადსკის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურეს

გამოქვეყნდა:

რუსეთში ოფიციალურად დაადასტურეს გენერალ ზავადსკის სიკვდილი უკრაინის წინააღმდეგ ომში.

"უკრაინაში, მე-14 არმიის კორპუსის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ზავადსკი გარდაიცვალა" - განაცხადა ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა. თუმცა სად და რა ვითარებაში, ამაზე არაფერი უთქვამს - "გარდაიცვალა საბრძოლო პუნქტზე სპეცოპერაციის ზონაში" - თქვა გუსევმა

რუსი გენერლის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია და სხვადასხვა ვერსია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ერთ-ერთი ინფორმაციით, ის ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე მდებარე კრინოკის ოლქში, ნაღმზე აფეთქდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი