ამერიკულმა და იაპონურმა სამძებრო ჯგუფებმა სამხედრო თვითმფრინავის ნამსხვრევებში 5 ცხედარი აღმოაჩინეს

გამოქვეყნდა:

ამერიკულმა და იაპონურმა სამძებრო ჯგუფებმა, გასულ კვირას, კუნძულ იაკუშიმასთან ჩამოვარდნილი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ნამსხვრევებში ხუთი ცხედარი აღმოაჩინეს. თვითმფრინავში სულ რვა ადამიანი იმყოფებოდა.

ავარიის დროს, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის საჰაერო ბაზიდან იამაგუჩის პრეფექტურაში Osprey სასწავლო ფრენას ასრულებდა და ოკინავაში მდებარე კადენას საჰაერო ბაზისკენ მიემართებოდა.

პირველი ცხედარი სამძებრო ჯგუფებმა ავარიიდან რამდენიმე საათში იპოვეს.

"ნამსხვრევებში ეკიპაჟის დარჩენილი წევრების ძებნის სამუშაოები გრძელდება, მათი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა", - ნათქვამია აშშ-ს საჰაერო ძალების სპეციალური ოპერაციების განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი