ნიკა მელიამ მთაწმინდის აქტივს შალვა შავგულიძე წარუდგინა

გამოქვეყნდა:

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ, "ნაციონალური მოძრაობის" მთაწმინდის ოფისის აქტივისტებს რაიონში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, შალვა შავგულიძე წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ "ლეიბორისტული პარტიის" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთია: 

  • ვაკის რაიონში კენჭს "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია იყრის;
  • გლდანში მაჟორიტარობისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იბრძოლებს;
  • ამავე პარტიის წევრი, ლევან ხაბეიშვილი სამგორის ოლქში წარადგინეს;
  • მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოს" წევრი შალვა შავგულიძე იქნება;
  • "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი კენჭს ნაძალადევში იყრის; 
  • ისანში ოპოზიციის წევრებმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე წარადგინეს;

მოგვიანებით, ოპოზიციამ კანდიდატები დარჩენილ ორ ოლქშიც წარადგინა:

  • საბურთალოზე "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი იბრძოლებს;
  • დიდუბე-ჩუღურეთში კი გაერთიანებულმა ოპოზიციამ "გირჩის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წარადგინა.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი