მედია: ღაზის ჩრდილოეთში მისიის დასრულების შემდეგ, ისრაელის ტანკები სამხრეთით მიემართებიან

გამოქვეყნდა:

ისრაელის ტანკები, ჯავშანტექნიკა და ბულდოზერები ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილისკენ მიემართებია მას შემდეგ, რაც ისრაელის მეთაურმა განაცხადა, რომ არმიამ ჩრდილოეთში მისია თითქმის დაასრულა. 

”ჩრდილოეთ მონაკვეთზე მიზნები თითქმის მიღწეულია. ვიწყებთ სახმელეთო მანევრების გაფართოებას ზოლის სხვა ნაწილებზე, ტერორისტული ჯგუფის „ჰამასის“ დამხობის მიზნით" -  განუცხადა ისრაელის ჯავშანტექნიკის მეთაურმა ისრაელის არმიის რადიოს.

სახრეთ ნაწილში ღაზის სექტორის დაბომბვა 4 დეკემრის გამთენიას დაიწყო.

"ისრაელის სამხედრო მანქანები იმყოფებოდნენ სალაჰ ალ-დინის გზის სამხრეთ ნაწილზე, რომელიც მიემართება ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ტყვიებს ისროდნენ ხალხის მიმართულებით, რომლებიც ცდილობდნენ ამ ტერიტორიაზე გადაადგილებას," - განუცხადა, მოწმე მოაზ მუჰამედიმ AFP-ს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი