ჩვენ კოალიციური მმართველობისთვის ვიბრძვით და არა ერთპიროვნული გამარჯვებისთვის - გიგი უგულავა

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი, გიგი უგულავა ამბობს, რომ მიხელ სააკაშვილის მიმართ კონკრეტული პრეტენზია აქვს: "გამოვიდა და თქვა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა გაიმარჯვოს ერთპიროვნულად. ჩვენი ბრძოლა არ არის ერთპიროვნული პარტიული გამარჯვებისთვის. ჩვენი ბრძოლა არის კოალიციური მმართველობისთვის".

როგორც გიგი უგულავამ "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა, "ნაციონალური მოძრაობა" მნიშვნელოვანი მოძრაობაა და მნიშვნელოვანი მოთამაშე წინაპირობების გარეშე უნდა მოვიდეს. 

ჩვენ ვიძახით, რომ მოვდივართ წინაპირობების გარეშე და თქვენც მოდით წინაპირობის გარეშე...მერე როდესაც საუბარი დაიწყება ეს წინაპირობები გვერდზე გადადეთ მეგობრებო, ისევე როგორც მე მოვდივარ წინაპირობების გარეშე, ასევე თქვენც მოდით წინაპირობების გარეშე, 76 ხმა თუ მოაგროვა კოალიცია აღარ ჰქვია, ეს იქნება ერთპარტიული მმართველობა და თვითონ გადაწყვეტენ მერე, - ამბობს უგულავა. 

"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი აღნიშნავს იმასაც, რომ მისი ოპონენტი ივანიშვილი და მისი წარმომადგენელია და არცერთი ოპოზიციური პარტია: "ეს ბუნებრივია, ისევე როგორც, მე არ ვაპირებ სხვა ოპოზიციასთან ოპონირებას".

რაც შეეხება ისნის მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი ვაშაძეს, გიგი უგულავა ამბობს, რომ "ევროპული საქართველო" მას მხარს უჭერს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი