ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებები იყო | ხიდი წუხელ დროებით გადაკეტეს

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედია იუწყება, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში წუხელ აფეთქებები იყო - ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალაქ ქერჩის მახლობლად სულ მცირე, 30 აფეთქების ხმა გაიგეს. აფეთქებები დაფიქსირდა ფეოდოსიასა და სიმფეროპოლშიც.

ღამით ყირიმის დე ფაქტო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ხიდთან მდებარე რაიონს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი იუწყება, რომ აზოვის ზღვის აკვატორიასა და ყირიმის თავზე 22 დრონი გაანადგურეს. უწყების მტკიცებით, "აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა," განეხორციელებინა "ტერორისტული შეტევა." აღნიშნულს უკრაინა ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი