ვაშინგტონში, საცხოვრებელ სახლში სროლისა და აფეთქების გამო, გამოძახებაზე მისული პოლიციელები დაშავდნენ

გამოქვეყნდა:

ვაშინგტონის გარეუბანში ძლიერი აფეთქებისას პოლიციის თანამშრომლები დაშავდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევის ადგილას მყოფმა თანამშრომლებმა მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

ოფიცრები აღნიშნულ სახლში გამოძახების გამო მივიდნენ, რომლის თანახმადაც ვიღაცამ ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. სახლში შესვლისას გასროლის ხმა იყო, შემდეგ კი სახლი აფეთქდა.

ეჭვმიტანილი, ამ დროისთვის, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

„როდესაც ოფიცრები ცდილობდნენ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ორდერით შესვლას, ეჭვმიტანილმა რამდენჯერმე გაისროლა“, - აცხადებენ პოლიციის დეპარტამენტში.

უცნობია რა გახდა აფეთქების მიზეზი, მიმდინარეობს გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი