ბაჰამის კუნძულებზე ზვიგენის თავდასხმის შედეგად ამერიკელი ქალი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ბაჰამის კუნძულებზე ზვიგენის თავდასხმის შედეგად ამერიკელი ქალი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია აქვეყნებს.

44 წლის მსხვერპლს ზვიგენი თავს ნიუ-პროვიდენსის კუნძულის სანაპიროდან ერთ მილზე ნაკლებ მანძილზე დაესხა, სადაც ბაჰამის დედაქალაქი ნასაუ მდებარეობს.

გამართულ პრესკონფერენციაზე, სამეფო ბაჰამის პოლიციის სპიკერმა სერჟანტმა დეზირე ფერგიუსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახლომდებარე კურორტ Sandals-ზე მაშველმა დაინახა აღნიშნული ინციდენტი და სასწრაფოდ გაემართა დასახმარებლად. დაზარალებული ქალი ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა მძიმე  დაზიანებებიდან გამომდინარე ის ადგილზევე გარდაიცვალა

"მან მიიღო სერიოზული დაზიანებები სხეულის მარჯვენა მხარეს, მათ შორის ბარძაყის არეში და ასევე მარჯვენა ზედა კიდურთან". - თქვა სერჟანტი ფერგიუსონმა.

ფლორიდაში დაფუძნებული International Shark Attack File-ის სტატისტიკის თანახმად 1749 წლის შემდეგ  ბაჰამის კუნძულებზე მხოლოდ 32 არაპროვოცირებული ზვიგენის თავდასხმა დაფიქსირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი