ხელმოწერები საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით | ქართველი ემიგრანტები არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ქართული ემიგრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მოითხოვს. "გირჩი მეტი თავისუფლებისა" და "დროას" კამპანიის ფარგლებში ჩვენმა თანამემამულეებმა უკვე მსოფლიოს 14 ქალაქში მოითხოვეს საარჩევნო უბნის გახსნა. ამის უფლებას საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს კანონი აძლევს და მიგრანტები გეგმავენ ისარგებლონ ამ უფლებით.

"ქართული ოცნება" ოპოზიციის ამ კამპანიას და ემიგრანტების აქტივობას გულგრილად ხვდება. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება საზღვარგარეთ მცხოვრებლებს ისედაც აქვთ და ხელისუფლების მხრიდან ზედმეტი აქტივობა ამ მიმართულებით საჭირო არ არის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი