სლოვაკეთი უკრაინას ტერიტორიების განაღმვისთვის დაახლოებით 1.5 მლნ ევროს გამოუყოფს

გამოქვეყნდა:

სლოვაკეთის მთავრობა უკრაინას ტერიტორიების განაღმვისთვის დაახლოებით 1,5 მილიონ ევროს გამოუყოფს. 
როგორც ქვეყნის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა ტანია ფაიონმა განაცხადა, ხელშეკრულების პირობების მიხედვით, თანხა უკრაინას 2023 წლის ბოლომდე ჩაერიცხება.

"1,5 მილიონი ევრო, რის გამოც უკრაინა დღეს უზომოდ მადლიერია, რომ იღებს სლოვაკი ხალხისგან. დახმარებას, სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებს ნაღმების განადგურების საშუალებას მისცემს... ეს თანხა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ასაფეთქებელი ნივთიერებებისგან გაწმენდის დაჩქარებას და გადაარჩენს მრავალი უკრაინელის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, - განაცხადა უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის უკრაინა ყველაზე დანაღმული ტერიტორიის მქონე ქვეყანაა. მისი ტერიტორიის თითქმის მესამედი, დაახლოებით 174,000 კვადრატული კილომეტრი, პოტენციურად საშიშად ითვლება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი