ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, ქალთა მოძრაობებსა და გაეროს აკრიტიკიებს იმის, გამო, რომ ისინი ხმამაღლა არ საუბრობენ ჰამასის მიერ ისრაელელი ქალების გაუპატიურების შემთხვევებსა და სხვა სისასტიკეებზე.
თელ-ავივში თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და მინისტრ ბენი განცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ნეთანიაჰუმ გათავისუფლებული მძევლებისგან ძლადობის ისტორიები მოისმინა - "მე მოვისმინე, სექსუალური ძალადობისა და სასტიკი გაუპატიურების უპრეცედენტო შემთხვევების შესახებ.” ნეთანიაჰუ ამბობს, რომ მას არ მოუსმენია ამ თემებზე უფლებადამცველებისგან ამაზე საუბარი და აღშფოთება.
"ჩუმად ხართ, რადგან ეს ებრაელი ქალები არიან? მივმართავ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, გსმენიათ ისრაელელი ქალების გაუპატიურების, საშინელი სისასტიკეების, სექსუალური დასახიჩრების შესახებ? სად ჯანდაბაში ხართ?" აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერი იმედოვნებს, რომ ცივილიზებული სამყარო და მათი ლიდერები და მთავრობები ამ სისასტიკეების წინააღმდეგ ხმას აიმაღლებენ.
ცნობილი ხდება, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერო-ს ჰუმანიტარულ კოორდინატორ ლინ ჰასტინგს ვიზა გაუუქმა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს მისი მიკერძოებული დამოკიდებულების გამო მოხდა. ელი კოენის აზრით, ჰასტინგსმა, არ დაგმო „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმა.