უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 50 "შაჰიდის" ტიპის დრონით შეუტიეს. უწყების თქმით, უკრაინელებმა 41 მათგანი ჩამოაგდეს.
"ღამით რუსმა დამპყრობლებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას "შაჰიდის" ტიპის 50 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს 41 თავდასხმის დრონი," - ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში.
ამას გარდა, გენშტაბი აღნიშნავს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთსა და უკრაინას შორის 97 საბრძოლო შეტაკება მოხდა - ჯამში ოკუპანტებმა 4 სარაკეტო და 104 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, 101 ჭურვი ისროლეს უკრაინის ჯარებისა და დასახლების პოზიციებზე.