"პრიხვატიზაცია": ვინ და როგორ მდიდრდება სახელმწიფო ქონებით? | "ფლანგვის დეტექტორის" კვლევა

გამოქვეყნდა:

პრივატიზაცია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თანმდევი პროცესია. თუმცა საქართველოში პრივატიზაცია საყურადღებო კორუფციულ რისკებს შეიცავს. ერთი შეხედვით ღია პროცესი სინამდვილეში კონკრეტული პირების სარგებელს არის მორგებული სახელმწიფოს ზარალის ხარჯზე - ნათქვამია "ფლაგვის დეტექტორის" კვლევაში -  ვინ და როგორ მდიდრდება სახელმწიფო ქონებით?

კვლევით დგინდება რომ სახელმწიფო ქონების კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი  დარღვევებით მიმდინარეობს და ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ქონებებს ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირები სრულიად უსასყიდლოდ  იღებენ.  მთავარ გამოწვევად რჩება პროცესის გაუმჭვირვალობა, მიკერძოება და დაბალი კონკურენციაა. 

შესაძლო კორუფციული პრივატიზაციის განხილვაზე არა ერთი მაგალითის გახსენება შეიძლება, თუ როგორ იღებენ სახელმწიფოსაგან ქონებას ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები. ერთ-ერთი თვალსაჩინო შემთხვევა, ვიქტორ სანიკიძისათვის 0 ლარად გადაცემული ქონებაა, რომლის შესახებაც ინფორმაცია ფლანგვის დეტექტორმა შეისწავლა. 

2021 წელს სახელმწიფო ქონება ვიქტორ სანიკიძის კომპანიას გადაეცა. კერძოდ, კომპანიის დაარსებიდან 9 თვეში, ხოლო ვიქტორ სანიკიძის პარლამენტის წევრობიდან 5 თვეში, შპს ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემიას სახელმწიფომ უზუფრუქტით, 50 წლით გადასცა 12,858 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწა და მასზე განთავსებული 6,481 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობა. ქონება ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის დასახლებაში მდებარეობს. 

უზუფრუქტი გარკვეული დროის პერიოდით საკუთრების უფლების მინიჭებაა იმ განსხვავებით, რომ პირს არ აქვს ამ ნივთის გასხვისების, დაგირავების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება. შესაბამისად, მომავალი 50 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს ეს საკუთრება ვიქტორ სანიკიძის კომპანიის განკარგულებაში იქნება, თუმცა ვერ შეძლებს საკუთრების დაგირავებას, გასხვისებას და მემკვიდრეობით გადაცემას. ეს ყველაფერი ვიქტორ სანიკიძეს 0 ლარი დაუჯდა.

აღსანიშნავია, რომ თავად შენობის მშენებლობა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა 2015-ის ფარგლებში დაიწყო. შესაბამისად, სახელმწიფომ ბიუჯეტიდან თანხები დახარჯა შენობის ასაშენებლად და ინვენტარიზაციისათვის, რომელიც შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებდა და შემდგომში ის საკუთარი პარტიის წევრს გადასცა. 

მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ სანიკიძის კომპანიას ქონების გადაცემასთან ერთად გარკვეული ვალდებულებები დაეკისრა, არც ერთი ვალდებულება არ წარმოადგენს მძიმე ტვირთს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვალდებულები მხოლოდ ფორმალურად იქნა გაწერილი და შეიძლება არსებობდეს გარკვეული კორუფციული რისკები.

ბუნებრივია, თუ მოცემული კომპლექსის გადაცემას სახელმწიფო მეტი გამჭვირვალობით წარმართავდა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მოიწვევდა, რათა კონკურენტულ გარემოში წარმართულიყო პროცესი, ბუნებრივია, შეძლებდა სხვადასხვა წინადადებების მიღებას და ყველაზე მომგებიანი/სასარგებლო წინადადების ამორჩევას. 

სახელმწიფო უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ხშირ პრაქტიკას საქართველოს ეკლესიაშიც ვხდებით.

2019-2021 წლებში საპატრიარქოს 3,476,416 მ² ფართობის უძრავი ქონება გადაეცა, საიდანაც 47 მიწის ნაკვეთი იყო ჯამში 3.36 კმ² ფართობით, ხოლო 28 შენობა-ნაგებობა 7050 მ² ფართობით. აღსანიშნავია, რომ უძრავის ქონების სააგენტო ინფორმაციას ეკლესიისთვის გადაცემულ სახ. ქონების 2022-2023 წლების სტატისტიკას აღარ გასცემს. თუმცა, თუ საჯარო რეესტრის დოკუმენტაციებით ვიმსჯელეთ, ეკლესიისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის პრაქტიკა ისევ გრძელდება. 

უნდა აღნიშნოს რომ საქართველოს ეკლესია, სახელმწიფო ქონებას არა მხოლოდ საეკლესიო არამედ კომერციული მიზნებისთვისაც იყენებს.

2021 წელს ეკლესიამ სახელმწიფოსგან 1 ლარად მიიღო, 480 კვ.მ, მიწის ნაკვეთი თბილისში, პრესტიჟულ უბანში, ჭავჭავაძეზე. საქართველოს ეკლესიამ საკუთრების რეგისტრაციიდან მალევე გააფორმა 10 წლის ვადით იჯარის ხელშეკრულება კომპანიასთან, რომლისგანაც 1000 აშშ დოლარს მიიღებს." ვკითხულობთ კვლევაში.

სრულად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი