"შენი ხმა ევროკავშირს" | მეღვინეებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიმართვა EU-ს და მზადება 9 დეკემბრის მსვლელობისთვის

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო საზოგადოება გრანდიოზული მანიფესტაციისთვის ემზადება. რამდენიმე დღეში თბილისში გაიმართება მსვლელობა სახელწოდებით - შენი ხმა ევროკავშირს. ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოს მომავალი სწორედ ევროპულ გაერთიანებაშია ჩაერთონ ამ მსვლელობაში. მანამდე კი ევროპული ოჯახისკენ სწრაფვის იდეას უერთდებიან ქართველი მეღვინეები და პედაგოგები. ბიზნესის და განათლების დარგების წარმომადგენლები ერთხმად ამტკიცებენ, რომ განვითარების შესაძლებლობა მხოლოდ დასავლურ, ცივილიზებულ და სტაბილურ გარემოპში იქნება შესაძლებელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი