გამკაცრებული სანქციები წინასაარჩევნოდ - "ოცნებას" საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შეაქვს

გამოქვეყნდა:

საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე ხუთი დღით ადრე "ოცნებამ" საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ განაცხადა. მმართველი პარტია ამკაცრებს სანქციებს ამომრჩეველთა იძულების, დაშინების ან ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. 2020 წლის გადამწყვეტ არჩევნებზე ის ვინც ამომრჩეველზე ზეწოლას სხვადასხვა ფორმით მოახდენს ან შინა პატიმრობით 6 თვიდან 2 წლამდე ვადით დაისჯება, ან კიდევ 3 წლით პატიმრობა შეეფარდება. 

"ოცნების" მთავარ სპიკერს არჩილ თალაკვაძეს, დღეს აღარ განუმარტავს დაჩქარებული წესით საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა და არსებული სანქციების გამკაცრება რატომ დასჭირდა. ოპოზიციას ივანიშვილის გუნდის გადაწყვეტილებაზე რამდენიმე ვერსია აქვს. საერთაშორისო საზოგადოებასთან ქულების ჩაწერის მცდელობა და მეორე გამკაცრებული სანქციების ისევ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენება. 

ამომრჩეველზე მოსყიდვა და ძალადობა, ოპოზიციისთვის "ქართული ოცნების" მხრიდან უნდა დასრულდეს. ხელისუფლების ოპონენტები დღეს ივანიშვილის გუნდს ურჩევდნენ პოლიტიკური ნება გამოიჩინოს, წინა არჩევნების პრაქტიკაზე უარი თქვას და მასობრივი მოსყიდვისა და დაშინების მცდელობები შეწყვიტოს. ყოფილ თანაგუნდელებს დღეს საგანგებოდ მიმართა ეკა ბესელიამ. დეპუტატი ითხოვს, რომ დღეს ინიცირებულ ცვლილებებთან ერთად მის კანონპროექტზეც იმსჯელონ, რომელიც ამომრჩეველთა ხმების ხელახლა გადათვლის მექანიზმის ამუშავებას გულისხმობს. 

ის რომ ამომრჩეველზე ზეწოლა და შანტაჟი "ქართული ოცნებისთვის" მიღებული პრაქტიკაა, ამის დასადასტურებლად დღეს ოპოზიციამ ზუგდიდის მე-6 საჯაროს სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმე გაიხსენა. ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ კანონს ბიძინა ივანიშვილის გუნდი შერჩევითი მიდგომით იყენებს და დარწმუნებულია, რომ "ოცნება" გადამწყვეტ არჩევნებშიც იგივე ძალადობრივი მეთოდებით იმოქმედებს. 

კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მის მიღებას მმართველი პარტია დაჩქარებული წესით მომავალ კვირას აანონსებს. ცვლილებები საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებში შედის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი