ვაკის პარკის მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება. სპეციალისტებმა არ იციან, რა სახეს მიიღებს თბილისის ერთ-ერთი მთავარი რეკრეაციული სივრცე და შიშობენ, რომ შესაძლოა იგივე განმეორდეს, რაც წლების წინ, როცა ამ პარკის განახლებაზე სოლიდური თანხა დაიხარჯა.
დარგის ექსპერტებს პროექტი დაუმალეს. ასევე, საკითხავია, რა პრინციპით შეირჩა ბრიტანული კომპანია, რომლის პროექტითაც ვაკის პარკი უნდა განახლდეს.
არასაკმარის კვლევებზე საუბრობს ქალაქგეგმარების სპეცილისტი. ზურაბ ბაქრაძის თქმით, ასეთი მასშტაბური სამუშაოების დაწყებამდე, ყველა დეტალი გათვლილი და პროექტი საზოგადოებასთან შეთანხმებული უნდა იყოს.
მასშტაბური სამუშაოების დაწყება თბილისის მერმა დღეს ქალაქის მთავრობის სხდომაზე დაანონსა. კალაძემ იმ სამუშაოებზეც ისაუბრა, რომელიც პროექტის ფარგლებში იგეგმება. თუმცა კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია.
უკვე ცნობილია, რომ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "დაგი'' განახორციელებს. ტენდერში სხვა კომპანიებიც მონაწილეობდნენ, თუმცა საბოლოოდ "დაგი" შეირჩა. ეს კომპანია "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში არაერთ ტენდერს იგებს. რატომ, ამაზე ოპოზიციას კონკრეტული პასუხი აქვს
ვაკის პარკის პროექტი 2 წელიწადში უნდა დასრულდეს, მის რეაბილიტაციაზე კი 17 მილიონი უნდა დაიხარჯოს.