შვედეთი უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 133 მლნ დოლარს გამოყოფს

გამოქვეყნდა:

შვედეთი უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 133 მილიონ დოლარს გამოყოფს - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა ულფ კრისტერსონმა და საერთაშორისო თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, იოჰან ფორსელმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

"ეს არის ყოვლისმომცველი ზამთრის პაკეტი," - თქვა კრისტერსონმა.

არსებული ინფორმაციით, ეს თანხა ენერგომომარაგების სისტემების, გათბობის, კვების, საცხოვრებლისა და ჯანდაცვის მხარდასაჭერას მოხმარდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი