რუსებს, რომლებსაც საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალათ, ხელისუფლება პასპორტების 5 დღის ვადაში ჩაბარებას ავალდებულებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მთავრობის დადგენილების თანახმად, ხელისუფლებას მგზავრობის აკრძალვა შეუძლია წვევამდელებისთვის,
ფედერალური სამსახურის (FSB) თანამშრომლების, მსჯავრდებულების, სახელმწიფო საიდუმლოების ან
„განსაკუთრებული მნიშვნელობის ინფორმაციის“ მქონე პირთათვის.
დაბრუნებულ პასპორტს ის ორგანოები შეინახავენ, რომლებმაც ის გასცეს, როგორიცაა შინაგან საქმეთა ან საგარეო საქმეთა სამინისტრო. პასპორტები მესაკუთრე პირებს მას შემდეგ დაუბრუნდებათ, რაც სამგზავრო აკრძალვა მოიხსნება.
მარტში, Financial Times-მა უსახელო წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურები მაღალჩინოსნებსა და სახელმწიფო კომპანიის აღმასრულებლებს საზღვარგარეთ გამგზავრების თავიდან ასაცილებლად პასპორტებს ართმევდნენ.