რუსეთის მიერ გაშვებული 15 "შაჰიდიდან" 9 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 15 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 9 ჩამოაგდეს. 

უწყების თქმით, ოკუპანტებმა შეტევა დროებით ოკუპირებულ ყირიმში ბალაკლავას რეგიონიდან განახორციელეს.

"სულ "შაჰიდის" ტიპის 15 უპილოტო საფრენი აპარატის გაშვება დაფიქსირდა, რომელთაგან 9 უკრაინის სხვადასხვა რეგიონში თავდაცვის ძალების მობილურმა სახანძრო ნაწილებმა გაანადგურეს," - ნათქვამია განცხადებაში.

ამას გარდა, უკრაინელები ამბობენ, რომ ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის რეგიონში გაანადგურეს ორი Kh-59 ტიპის მართვადი რაკეტა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი