მორიგი ფორმალური გადაწყვეტილება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა პარტნიორების თვალის ასახვევად მიიღო. მთავრობამ შეიმუშავა განკარგულება, რომლითაც პრემიერი დასავლეთს უმტკიცებს, რომ დეზინფორმაციასა და ყალბ ამბებთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. არადა, ფაქტია, რომ რამდენიმე თვის წინ Facebook-მა სწორედ საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული 120 ანგარიში გააუქმა, რომლებითაც "ქართული ოცნება" ოპონენტების დისკრედიტაციას ეწეოდა.
"სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება და ამავე კუთხით სახელმწიფო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების შესაძლებლობების განვითარება." აცხადებს მთავრობა.
შემუშავებული დოკუმენტი ჯერ არ გამოქვეყუნებულა, თუმცა მკლევარები დარმწუნებული არიან, რომ ის მხოლოდ ფორმალობაა და ხელისუფლება ჩვეული მეთოდებით გაარძელებს ოპონეტებსა და კრიტიკულ მედიაზე თავდასხმას.