კანადამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ არჩევნებში მონაწილეობის გამო 30 რუსი დასანქცირა

გამოქვეყნდა:

კანადამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ არჩევნებში მონაწილეობის გამო 30 რუსს სანქციები დაუწესა.

"ეს სანქციები ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კრემლის მიერ ორგანიზებულ ფიქტიურ "არჩევნებში", რომელიც ჩატარდა 2023 წლის 8-10 სექტემბერს, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე", - წერია კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჯოლის განცხადებაში.

მელანი ჯონის განცხადებით, კანადა გააგრძელებს მუშაობას თავის საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დაეხმაროს უკრაინას თავი დაიცვას რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი თავდასხმებისგან.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი