"ჩვენი ხმა ევროპას" - მასშტაბური ღონისძიება ათონელის სასახლეში | "ოცნება" პრეზიდენტის კამპანიას არ უერთდება

გამოქვეყნდა:

მასშტაბური შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. ხვალ ორბელიანების სასახლეში ქვეყნის მთავარსადალი ყველა ხელისუფლების უმაღლეს პირებს ეპატიჟება. რეზიდენციაში მიწვეულია საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში მოღვაწე ყველა მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ქვეყნის პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები.

ზეპარტიული შეკრება პრეზიდენტთან მიზნად ერთადერთს ისახავს - ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე ორი დღით ადრე დასავლეთმა მკაფიოდ დაინახოს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არის ის საკითხი, რის გარშემოც ქართულ საზოგადოებას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიიუხედავად, გაერთიანება და ერთად დგომა შეუძლია, თუმცა "ქართული ოცნება" პრეზიდენტის კამპანიაში "ჩვენი ხმა ევროპას" არ ერთვება. ხელისუფლება პრეზიდენტთან მწვავე დაპირიპირების რეჟიმში რჩება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი