პრეზიდენტის ღონისძიება | ათონელზე დღეს ოპოზიციის ლიდერები და EU-ს ელჩები მივლენ, "ოცნება" - არა

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში დღეს ოპოზიციონერ ლიდერებს, ელჩებს, მოქმედ და ყოფილ პრემიერებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს ეპატიჟება, თუმცა ოცნებამ მიწვევას უარით უპასუხა და ისტორიულ გადაწყვეტილებამდე 2 დღით ადრე ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებას მმართველი პარტიიდან არავინ დაესწრება. 

"არ ვაპირებ მისვლას. მე მივიღე მოწვევის წერილი, თუმცა ერთადერთი წერილი, რომელსაც მე ველოდები ქალბატონი სალომესგან არის წერილი, სადაც ეწერება რომ ის დღეის იქით აღარ დაარღვევს კონსტიტუციას" ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. 

ოლიგარქის გუნდისგან განსხვავებით კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს ევროკავშირის 27-ივე წევრი ქვეყნის დიპლომატი და ოპოზიციონერი ლიდერები მივლენ.

არსებული ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში მივა ნიკა მელია, რომელსაც ზურაბიშვილმა პერსონალური მიწვევა გაუგზავნა. პრეზიდენტთან მიწვეულია ლევან ხაბეიშვილიც, თუმცა ენმ-დან მიღებაზე თინა ბოკუჩავა მიდის. 

ღონისძიება ათონელის რეზიდენციაში საღამოს 8 საათზე დაიწყება.
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი