ნიდერლანდებში ტერორისტული საფრთხე უმაღლეს დონემდე გაზარდეს

გამოქვეყნდა:

ნიდერლანდებში ტერორისტული საფრთხე უმაღლეს დონემდე გაზარდეს. კონტრტერორისტულ სამმართველოში აცხადებენ, რომ ტერაქტის საფრთხე დიდია. საფრთხის გაზრდის მიზეზად მეზობელ ქვეყნებში ბოლო პერიოდში მოწყობილი ტერაქტების და ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკავება დაასახელეს.

ტერორისტული საფრთხის გაზრდის შემდეგ პოლიციას, მუნიციპალიტეტებს და სამინისტროებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ერთობლივი ზომები საფრთხის გასანეიტრალებლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი