ბოლო 24 საათში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის ინფრასტრუქტურაზე 250-ზე მეტი დარტყმა განახორციელა

გამოქვეყნდა:

გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში, ჰამასის ინფრასტრუქტურაზე 250-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს.

IDF -ს ცნობით, ჯარისკაცებმა და საბრძოლო დაზვერვამ დაადგინა ჰამასის უჯრედი ღაზას ქალაქ შეჯაიას რაიონში, საიდანაც ისრაელისკენ რაკეტების გასასროლად ემზადებოდნენ

უჯერდს ისრაელის არმიამ საჰაერო დარტყმა მიაყენა.

IDF-ის ცნობითვე, კიდევ ორი ​​ჯარისკაცი დაიღუპა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში შეტაკების დროს, რითაც დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 115-მდე გაიზარდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი