მოშე კლუგჰაფტის ჩამოსვლა დაეტყო უკვე "ქართულ ოცნებას"... ეს იქნება უბინძურესი და უმძიმესი არჩევნები და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" უკვე დაეტყო მოშე კლუგჰაფტის ჩამოსვლა და კიდევ უფრო გაღრმავდება ის ანტიდასავლური მესიჯები, რომელსაც მმართველი პარტია აგზავნის. "მთავარი არხის" დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანია იქნება უბინძურესი და უმძიმესი.

კლუგჰაფტის ბინძური მეთოდების სამიზნე წინა არჩევნების დროს ნიკა გვარამიაც იყო. 

"მოშე კლუგჰაფტის ჩამოსვლა დაეტყო უკვე ქართულ ოცნებას, დაიწყო ანტიდასავლური მესიჯები სასკოლო კურიკულუმებზე, როგორი ადამიანები უნდა გავზარდოთ ჩვენ და ა.შ. ეს ყველაფერი ეტყობა, ეს გაგრძელდება კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს არის ერთადერთი რამის ინდიკაცია, რომ ეს იქნება უბინძურესი და  უმძიმესი არჩევნები და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად" ამბობს ნიკა გვარამია. 

ქართულმა ოცნებამ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ უკვე გააფორმეს კონტრაქტი მოშე კლუგჰაფტსა და მირი მიქაელთან. სწორედ კლუგჰაფტის ხელწერაა ოპონენტების გაშავება, "სისხლიანი ბანერების" გამოკვრა და სიძულვილის ენა. ბოლო წლების განმავლობაში, სწორედ ამ მეთოდებს იყენებს მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი