მერია კორუფციას მფარველობს | ენმ პროკურატურისგან ქუთაისის მერის დაკითხვას ითხოვს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერის საგამოძიებო ორგანოში დაბარებას ითხოვს. პარტიაში ამბობენ, რომ პროკურატურამ კერძო აუდიტორი დააკავა, რომელიც  წლების განმავლობაში ქალაქის მასშტაბით მიწის ქონების ფასებს ადგენდა. ამ საქმესთან დაკავშირებით კი, ოპოზიციის შეფასებით, აუცილებელია ქალაქის პირველი პირიც გამოიკითხოს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ, რომ ქალაქის მერია შიდა აუდიტის დასკვნებს კორუფციული ნიშნების გამო ამ დრომდე არ ასაჯაროებს.

"ქუთაისის მერია ჩვენ გვიმალავს შიდა აუდიტის დასკვნებს სადაც ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთმა გამოქვეყნებულმა დასკვნამ დაადასტურა, რომ არის კორუფცია და ის მფარველობს ამ კორუფციას და დაკავებულია არა ქუთაისელთა ინტერესების მოსაგვარებლად, დასაკმაყოფილებლად, არამედ დაკავებულია კორუფციის მფარველობით", - ამბობს ენმ-ის წევრი, გიგა შუშანია.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი