ლამინირებული პირადობის მოწმობები არჩევნებზე | პარლამენტმა ინჯიას ინიციატივა მესამე მოსმენით დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ფრიდონ ინჯიას წარდგენილი პროექტი, რომლითაც ამომრჩევლებს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდებათ. პროექტი  79-ხმით მიიღეს.

კანონპროექტის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემა და სხვა სათანადო პროცედურების განხორციელება შესაძლებელი იქნება როგორც ID-ბარათის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის შემთხვევაში, ასევე, პირადობის არაელექტრონული - ე.წ. ლამინირებული მოწმობის გამოყენებით.

განხილვის პროცესშია საკანონმდებლო პროექტი, რომლითაც 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული ე.წ. ლამინირებული მოწმობები უქმდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი