საოკუპაციო რეჟიმი თამაზ გინტურის მკვლელების გადმოცემაზე უარს ამბობს | ერგნეთში 7 საათიანი შეხვედრა დასრულდა

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო რეჟიმი თამაზ გინტურის მკვლელების გადმოცემაზე უარს ამბობს. ერგნეთში 7-საათიანი შეხვედრა ისევ უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი სწორედ კირბალში მომხდარი მკვლელობა იყო.

პოზიცია ცენტრალური ხელისუფლების არის გაჟღერებული - ჩვენი მოთხოვნა გახლავთ მკვლელების მიმართ სამართლის აღსრულების, რომლის ყველაზე ლოგიკური გზა არის მათი ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემა. ასევე ვისაუბრეთ თამაზ გინტურის მკვლელობის დეტალებზე. მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებს. ისევ ისე, როგორც ეს გაკეთდა გასულ კვირას, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის პოზიცია იყო უკიდურესად დესტრუქციული. ისინი შეეცადნენ წარმოეჩინათ ეს ბარბაროსული ძალადობის ბარბაროსული აქტი როგორც ე.წ. მესაზღვრეების მართლზომიერი ქმედება... "ოქროს მოწმემ", სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ვერ შეძლო მკვლელების ამოცნობა", - ამბობს სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე.

ერგნეთში მორიგი შეხვედრა 13 თებერვალს გაიმართებოდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი