"თავისუფლება მიშას" - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიღების პარალელურად, ორბელიანების სასახლესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებისა და "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ზურაბიშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
პარალელურად, ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტის მიღება დაიწყო. სასახლეში მიდიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, პოლიტიკოსები და ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ელჩები. ორბელიანების სასახლეში უკვე მივიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი და ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი.
პრეზიდენტის მიღებაზე მისვლას არ აპირებენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები.