"თქვენი ხმა ისმის საკმაოდ ნათლად და ხმამაღლა ბრიუსელში" | ჰერჩინსკი

გამოქვეყნდა:

"თქვენი ხმა ისმის საკმაოდ ნათლად და ხმამაღლა ბრიუსელში", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ორბელიანების სასახლეში საუბრობს, სადაც სალომე ზურაბიშვილის მიღება მიმდინარეობს. 

ჰერჩინსკის თქმით, მისთვის პატივია კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში ხელმოწერების მიღება და ელექტრონულ ფორმატში შარლ მიშელისთვის გადაცემა. 

"მე მიხარია რომ თქვენ ყველანი იღებთ ამ ყველაფერში მონაწილეობას და მხარს უჭერთ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. თქვენ ხმა ისმის საკმაოდ ნათლად და ხმამაღლა ბრიუსელში და იმედი მაქვს, რომ ეს ასევე გასაგები იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს 27-ვე დედაქალაქში. დღეს ამ ოთახში ფაქტობრივად ყველა ვიმყოფებით. ბევრმა კოლეგამ მეზობელი ქვეყნებიდან იმოგზაურა, რათა აქ ჩამოსულიყვნენ. ზოგიერთი კოლეგა საკუთარი დედაქალაქიდანაც ჩამოვიდა, რათა ამ ღონისძიებაში მიეღოთ მონაწილეობა. ჩემთვის დიდი პატივი იქნება, რომ მივიღო ეს ხელმოწერები და ელექტრონულ ფორმატში შარლ მიშელს გადავუგზავნო." - განაცხადა ჰერჩინსკიმ. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი