
რუსთავის მერიის თანამშრომლები ოპოზიციონერ აქტივისტებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ. ინფორმაციას "ევროპული საქართველოს" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირმა ნადირაშვილი ავრცელებს.
ნადირაშვილის თქმით, რუსთავის მერიაში არსებული სპორტის აიიპ-ის თანამშრომლები ბაჩო ხაჩიძე და ვაჟა კვიჟინაძე "ევროპული საქართველოს" აქტივისტებს ავიწროებენ.
გვქონდა შემთხვევა, როდესაც ჩვენი აქტივისტები აკრავდნენ პლაკატებს და მათზე ზეწოლა განახორციელეს უშუალოდ საჯარო მოხელეებმა. ერთ-ერთი მათგანი არის ბაჩო ხაჩიძე და მეორე - ვაჟა კვიჟინაძე, - განმარტავს იგი.
ნადირაშვილი ირწმუნება, რომ აღნიშნული პირები "მთავარი არხის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ გამართულ აქციებზეც იმყოფებოდნენ და ოკუპანტი ქვეყნის ლიდერს იცავდნენ.