ევროკომისიამ უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს დახმარების განბლოკვას მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

ევროკომისიამ უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს დახმარების განბლოკვას მხარი დაუჭირა - საუბარია დაფინანსების პაკეტზე, რომელიც ევროკავშირმა უნგრეთს გასულ წელს გაუყინა. ეს გადაწყვეტილება ევროკომისიამ 14-15 დეკემბრის სამიტის წინ მიიღო. 

მანამდე, დღეს ორბანის თანაშემწემ განაცხადა, რომ "უნგრეთს შეუძლია მოხსნას უკრაინის სახსრებზე ვეტო, თუ EU განბლოკავს მთელ გაყინულ თანხებს". მანვე თქვა, რომ ბუდაპეშტი ევროკავშირის გაფართოებისა და უკრაინის შესახებ ვეტოს მოხსნიდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბრიუსელი მთელ გაყინულ ფულს გადასცემდა, რაც დაახლოებით 30 მილიარდ ევროს შეადგენს.

მოგვიანებით, ვიქტორ ორბანს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი შეხვდა, რაზე ისაუბრეს მხარეებმა, უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი