"ქართულმა ოცნებამ" ხმის მიცემასთან დაკავშირებული ცვლილებები დაარეგისტრირა

გამოქვეყნდა:

საკანონდებლო ორგანოში ,,ქართული ოცნების'' ახალი ინიციატივა დარეგისტრირდა, რომლის მიხედვითაც, ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება.

ოპოზიციის შეფასებით, მსგავსი ქმედება ისედაც დასჯადია და ,,ქართული ოცნების" ინიციატივა მხოლოდ საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის თავის მოწონებაა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, არსებობს საფრთხე, რომ მმართველი გუნდი სანქციების გამკაცრებას ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენებს.

პრობლემა იყო კანონის აღსრულებაში და არა კანონის შინაარსში. ახლა უნდათ, თავი მოაჩვენონ საერთაშორისო საზოგადოებას და დაანახონ, რომ პროგრესულები არიან. ყველა კარგად ნახავს, რომ ქართული ოცნების ძალადობისა და მოსყიდვისა პოლიტიკა გაგრძერლდება ამ არჩევნების წინაც, - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე.

"ქართულ ოცნებაში'' ოპოზიციის ამ მოსაზრებებს არ იზიარებენ და ინიციატივას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ხელშეუწყობის სურვილით ხსნიან.

ვფიქრობთ, რომ ინიციატივა ხელს შეუწყობს არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარებას და მაქსიმალურად დაიცავს ამომრჩევლის ნებას, არჩევანი გააკეთოს საკუთარი შეხედულებებისამებრ. თუ ეს ფორმალობად მიაჩნიათ ოპოზიციის ჯგუფებს, მხარს ნუ დაუჭერენ ცვლილებას - ამბობს ქართული ოცნების წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილი. 

საკანონმდებლო ცვლილებაზე ორშაბათს ბიუროზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც გადაწყდება, რომელ კომიტეტში გავალ პირველად განსახილველად აღნიშნული ინიციატივა. 

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ 26 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი