უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების მიზეზი არ არსებობს | ორბანის პოზიცია უცვლელია

გამოქვეყნდა:

ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტზე მისულმა უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბევრი მოლაპარაკება გაიმართა და მისი ქვეყნის პოზიცია ნათელია: რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, უკრაინის წინაპირობები არ არის შესრულებული, საბჭოს არ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება - და უნგრეთი არ შეიცვლის აზრს.

"გაფართოება არ არის თეორიული საკითხი. გაფართოება არის დამსახურებაზე დაფუძნებული, იურიდიულად-დეტალური პროცესი, რომელსაც აქვს წინაპირობები... უკრაინის წევრობაზე მოლაპარაკების საფუძველი ახლა არ არსებობს", - თქვა ორბანმა.

პრემიერმინისტრი ამტკიცებდა, რომ უნგრეთი საკუთარ საკითხს არ უკავშირებს უკრაინის პოლიტიკას. მისივე თქმით, 7 წინაპირობიდენ 3 უკრაინას შესრულები არ აქვს და ეს საკმაირისა, რათა თქვან: "ბიჭებო თუ არ შეგისრულებიათ წინაპირობები, მოლაპარაკების დაწყებისთვისაც შანსი არ არის"

რაც შეეხება საქართველოს, ორბანმა თქვა:

"საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადა არის; საქმე გაკეთებულია. თქვენ ყველას უყვარხართ".

ორბანმა თქვა, რომ უკრაინის ფული, მოკლევადიან პერიოდში, უკვე ბიუჯეტშია და თუ ბლოკს გრძელვადიანი, დიდი თანხის გაცემა სურს, ბიუჯეტის გარეთ უნდა მოხდეს მართვა, რასაც უნგრეთი მხარს უჭერს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი