"რაში გვჭირდება მობილიზაცია? დღეს ამის საჭიროება არ არის", - განაცხადა პუტინმა კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა მობილიზაციის ახალი ტალღა.
აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის დროს 300 ათასი ადამიანი გამოიძახეს. ამის შემდეგ ხელისუფლება გადავიდა სამხედრო პერსონალის საკონტრაქტო დაკომპლექტებაზე. როგორც პუტინი ამბობს, გუშინდელი მდგომარეობით ჯარში 486 ათასი სამხედროა გაწვეული. მისივე მტკიცებით, "არ მცირდება იმ კაცების რიცხვი, რომლებიც მზად არიან დაიცვან ქვეყანა"
"ყოველდღიურად 1,5 ათასი მოხალისე მოდის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში მთელი ქვეყნის მასშტაბით." - ამბობს პუტინი.
მისივე თქმით, "უკრაინაში მშვიდობა დამყარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთი მიზნებს მიაღწევს".
მოქალაქეებთან „პირდაპირი ხაზის“ დროს პუტინმა თქვა, რომ მიზნები არ შეცვლილა - "უკრაინის დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია და ნეიტრალური სტატუსი."
რუსეთში პუტინის ყოველწლიური პრესკონფერენცია მიმდინარეობს.