"არა და არასოდეს" - სალომე ზურაბიშვილის ეს პოზიცია შესაძლოა შეიცვალოს. საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მესამე პრეზიდენტის შეწყალების საკითხზე რიტორიკას არბილებს და პრაღაში მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე ცალსახა უარი არასედ დაუფიქსირებია.
თუმცა სახელმწიფოს მეთაური ერთმნიშვნელოვნად მაინც არ ამბობს, გამოიყენებს თუ არა დისკრეციულ უფლებას და გაათავისუფლებს თუ არა ექსპრეზიდენტს. ამის პარალელურად, სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ქართულ ოცნებას" 2024 წლის არჩევნებზე საკუთრი პარტიით დაუპირისპირდეს. ასეთ სცენარს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ, მისი თქმით, ქვეყნის ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.