"ვუერთდები ამ ზეიმს... თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ, კარგი, თუ არა, ხალხში ვიქნები" | ზურაბიშვილი ღარიბაშვილის დაანონსებულ ღონისძიებაზე 

გამოქვეყნდა:

"ვუერთდები ამ ზეიმს... თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ, კარგი, თუ არა, ხალხში ვიქნები", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებულ ღონისძიებას ეხმაურება, რომელიც 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

"მე ვუერთდები ამ ზეიმს. თქვენც უნდა შეუერთდეთ. ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ ხვალ, იმიტომ რომ ეს იქნება საქართველოს ზეიმი. და მე მზად ვარ, რომ ყველაფერში მივიღო მონაწილეობა. თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ, კარგი, თუ არა, ხალხში ვიქნები", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი