დიდთოვლობის გამო, პეკინში ერთმანეთს მეტროს ორი მატარებელი შეეჯახა | დაშავდა 515 ადამიანი

გამოქვეყნდა:

პეკინში დიდთოვლობის გამო, მეტროს ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 515 ადამიანი საავადმყოფოში დაშავდა, მათგან საავადმყოფოში 102 ძვლების მოტეხილობით გადაიყვანეს. 

წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზი გზების მოყინვა გახდა, რის გამოც ერთ-ერთმა მატარებელმა დროულად დამუხრუჭება ვერ შეძლო და მეორე მატარებელს შეეჯახა.

პეკინში ძლიერი თოვლის გამო საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტი შეფერხებულია. ზოგიერთ ქალაქში დახურულია სკოლები და ბაღები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი