"ოცნება" ახალ დღის წესრიგზე გადაეწყო. ქართველი ხალხის ძალისხმევის, უკრაინის გმირული ბრძოლის შედეგად მინიჭებული სტატუსის შემდეგ, ივანიშვილის გუნდმა ზეიმი დააორგანიზა. "ოცნება" ახალი ინსტრუქციებით, დღეს დილიდან ცდილობს, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს კანდიდატის სტატუსი მათი პოლიტიკის შედეგია.
ამ წუთებში თბილისის ცენტრში კონცერტი მიმდინარებს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა. იმის მიუხედავად რომ სალომე ზურაბიშვილის დღეს ოცნება სიტყვით გამოსვლის უფლებას არ მისცემს, ის უკვე შეხვდა მედიას.
სცენაზე პროპაგანდისტული გზავნილებით, სიტყვით პრემიერი ღარიბაშვილი გამოდის.