სალომე ზურაბიშვილს სცენაზე ასვლისა და სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა

გამოქვეყნდა:

თავისუფლების მოედანზე პოლიტიკური გამოსვლები ისე დასრულდა, საქართველოს პრეზიდენტს სცენაზე ასვლისა და მოსახლეობისთვის სიტყვით მიმართვის საშუალება არ მიეცა. "ოცნების" ორგანიზებულ ღონისძიებას სალომე ზურაბიშვილი ხალხის რიგებიდან ადევნებდა თვალს.

ქართული ოცნების ლიდერებმა დღეს დილიდან განაცხადეს, რომ მას ტრიბუნას არ დაუთმობდნენ მიუხედავად იმ მზაობისა, რომელიც ზურაბიშვილმა გუშინვე გამოთქვა.

სცენაზე სიტყვით ღარიბაშვილი, კობახიძე, პაპუაშვილი, კალაძე გამოვიდნენ. 

მოსახლეობას ქართულ ენაზე მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი