სახალხო ზეიმი თბილისში | მოქალაქეები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ზეიმობენ, "ოცნება" კი საკუთარ "მიღწევებზე" საუბრობს

გამოქვეყნდა:

სახალხო ზეიმი ისტორიული გადაწყვეტილების აღსანიშნავად - თავისუფლების მოედანი დღეს კიდევ ერთხელ გაივსო ხალხით. საქართველოს მოქალაქეები სწორედ მათი დამსახურებით მიღებულ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ზეიმობენ. ათასობით მოქალაქე, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ხელში, დედაქალაქის ცენტრში შეიკრიბა კიდევ ერთხელ იმის საჩვენებლად, რომ ევროკავშირისკენ სწრაფვა მთელი ერის არჩევანია და ქვეყანა საგარეო ვექტორს არ შეცვლის. თუმცა, იგივე მოქალაქეებს, რომლებიც დღეს სტატუსს ზეიმობენ, ბევრი კითხვა აქვთ პირველ რიგში ხელისუფლებასთან და მთლიანად პოლიტიკურ სპექტრთან.

პოლიტიკური ინტრიგა, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღებას უკავშირდება, საზეიმო აქციაზეც კი აშკარა და თვალშისაცემი იყო. "ქართული ოცნება", პრეზიდენტი, "ნაციონალური მოძრაობა" და სხვა ოპოზიციური პარტიები - ყველა პოლიტიკური აქტორი საკუთარ თამაშს თამაშობდა. მმართველმა პარტიამ სტატუსი საკუთარ წარმატებად გააფორმა, პრეზიდენტი სცენაზე არ აუშვა და ოპოზიცია აქციაზე დაპატიჟა. "ნაციონალური მოძრაობა" თავისუფლების მოედანზე რა თქმა უნდა არ მივიდა, თუმცა სხვა პოლიტიკური ლიდერები თითქმის სრული შემადგენლობით შეუერთდნენ ზეიმს.

ავტორები: ზურა პეტროსიანი, ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი