
"გირჩმა" ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად "სამი თაობის ფოთელი" ბორის ყურუა წარადგინა.
როგორც პარტიამ Facebook-ზე დაწერა, ის სისხლის სამართლის მაგისტრი და Students for liberty-ს წევრიცაა, 2016 წლიდან.
როგორც ყურუამ ჩვენთან საუბრისას თქვა, კონკურენტად სახელისუფლებო კანდიდატს მოიაზრებს და 2020 წლის არჩევნებზე მთავარი ამოცანაც, მისი დამარცხება იქნება: "ეს არჩევნები იმისკენ არის მიმართული, რომ ეს ხელისუფლება დავამარცხოთ".
კითხვაზე, როგორ აპირებს კონკურენციის გაწევას როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან, გვპასუხობს: "ისევე როგორც ყველა პოლიტიკოსი - ხალხთან კომუნიკაციით". მოსახლეობასთან საუბარს კი, ძირითადად, ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლების შესახებ აპირებს.
ყურუა ამბობს, რომ ფოთში, სენაკსა და ხობში საარჩევნო კამპანიას უახლოეს პერიოდში დაიწყებს: "თუმცა ახლა დეტალებს ვერ დაგიზუსტებთ. საიდუმლოდ არ ვტოვებთ არაფერს, მაგრამ ჯერ შეთანხმების პროცესში ვართ".
შეგახსენებთ, რომ დღეის მოცემულობით ფოთში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის კენჭს იყრიან: